კახეთში "ჯეოსელი" შეფერხებით მუშაობს

კახეთში "ჯეოსელი" შეფერხებით მუშაობს

კახეთში "ჯეოსელი" შეფერხებით მუშაობს. აბონენტები ერთმანეთთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ, სატელეფონო კონტაქტის დამყარების დროს კი ერთდროულად რამდენიმე აბონენტის საუბარი ისმის.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს "ჯეოსელის" ადმინისტრაციაში განუცხადეს, ტექნიკური შეფერხება მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილშია და ხარვეზი დღის ბოლომდე აღმოიფხვრება.

"ტექნიკური სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. რა გახდა შეფერხების მიზეზი ჯერ უცნობია", – განაცხადეს "ჯეოსელში".

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა