სახლში ტუალეტი თუ არ ექნება, ინდოელი მამაკაცი ცოლს ვერ მოიყვანს

სახლში ტუალეტი თუ არ ექნება, ინდოელი მამაკაცი ცოლს ვერ მოიყვანს

ინდოეთში ღარიბი მოსახლეობის უმრავლესობას სახლში ტუალეტი და სააბაზანო არ აქვს და ბუნებრივ მოთხოვნილებებს საზოგადოებრივ ტუალეტებში, ან პირდაპირ ქუჩაში იკმაყოფილებენ. ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების მინისტრმა ჯაირამ რამეშმა (Jairam Ramesh) საზოგადოებას ასეთი პროექტი შესთავაზა - იმ ოჯახში, სადაც ტუალეტი არ იქნება, პატარძალი არ შევა. ინდოეთში მცხოვრები მამაკაცები ვალდებულნი არიან, შვილის გათხოვებამდე გაარკვიონ, არის თუ არა სასიძოს სახლში ტუალეტი.

პროექტის "არაა ტუალეტი, არაა პატარძალი" შესახებ ინფორმაცია ინდოეთში მცხოვრებ თითქმის ყველა ადამიანს მობილური ტელეფონით გაუგზავნეს. რამეშმა საჯაროდ განაცხადა, რომ ინდოეთში უფრო მეტი ტაძარია, ვიდრე ტუალეტი. ამ სიტყვებმა ინდოეთის რელიგიური ჯგუფები განარისხა.

"ვიდრე ასტროლოგთან მოითათბირებთ, წადით და სასიძოს სახლი ნახეთ - თუ მას ტუალეტი და სააბაზანო აქვს, მაშინ ნამდვილად ღირს ქალიშვილის გათხოვება", - განაცხადა მან.

რამეშმა დებატებზე ინდოეთს "მსოფლიოს ყველაზე დიდი ღია ტუალეტი" უწოდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს