ვარშავაში ყველაზე ვიწრო სახლი ააშენეს

ვარშავაში ყველაზე ვიწრო სახლი ააშენეს

ვარშავაში, ორ მრავალსართულიან სახლს შორის, მსოფლიოში ყველაწე ვიწრო სახლია მოქცეული.

სახლის საშუალო სიგანე 122 სმ-ია. მაქსიმალური სიგანე - 150 სმ, ხოლო მინიმალური - 92 სმ. შენობა სამსართულიანია. სართულებზე საძინებელი, სააბაზანო, სამზარეულო და მისაღები ოთახებია განთავსებული. თავად შენობის არქიტექტორი, იაკუბ შენსა აღიარებს, რომ მის სახლში ცხოვრება ადვილი არაა. პატრონებს სივიწროვესთან შეგუება მოუწევთ. ხოლო თავად სახლს ის კოსმოსურ ხომალდს ადარებს.

რეკორდულად ვიწრო სახლის პირველი მფლობელი მწერალი ედგარ კერეტი გახდა. მის შემდეგ აქ ხელოვნების დარგის სხვა წარმომადგენლები დასახლდებიან. ყველა მათგანი სახლში რამდენიმე დღეს ან კვირას გაატარებს.

იხილეთ ვიდეო

ვარშავაში ყველაზე ვიწრო სახლი ააშენეს

ვარშავაში ყველაზე ვიწრო სახლი ააშენეს

მომზადებულია euromag.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს