კომერციულმა ბანკებმა საკრედიტო პორტფელი გაზარდეს

კომერციულმა ბანკებმა საკრედიტო პორტფელი გაზარდეს

კომერციულმა ბანკებმა საკრედიტო პორტფელი გაზარდეს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების სესხების პორტფელის მოცულობამ სექტემბრის ბოლოსთვის 8,597 მლრდ ლარი შეადგინა. სექტემბერში პორტფელი 151 მლნ ლარით გაიზარდა. აგვისტოს ბოლოსთვის სესხების ჯამური მოცულობა 8,446 მლრდ ლარი იყო, გასული წლის სექტემბრის ბოლოსთვის კი - 7,416 მლრდ ლარი.

ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის 212,283 მლნ ლარი იყო, ხოლო აგვისტოს ბოლოს - 244,619 მლნ ლარი.

ოფიციალური სტატისტიკით ასევე შემცირებულია სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი - 583,027 მლნ ლარიდან 578,935 მლნ ლარამდე.

მთლიანი უმოქმედო სესხები აგვისტოს ბოლოს 671,442 მლნ ლარი იყო, ხოლო სექტემბრის ბოლოსთვის 664,321 მლნ ლარამდე შემცირდა. რეზერვი ასეთ სესხებზე 385,253 მლნ ლარიდან 374,286 მლნ ლარამდე არის შემცირებული.

ამ დროისთვის საქრთველოში 19 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ