ლიახვის ხეობის და გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატების, ბადრი ბასიშვილის და გიორგი ტატიშვილის ოჯახების წევრებმა გორის ცენტრალურ საავადმყოფოში წილები დათმეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დოკუმენტაცია უკვე მიაწოდეს. გორის ცენტრალური საავადმყოფოს შპს "გორმედის" დამფუძნებლებმა – ლიანა მაზმიშვილმა (გიორგი ტატიშვილის სიდედრი) და ნინო კახნიაშვილმა (ბადრი ბასიშვილის დედა) კუთვნილი წილი უსასყიდლოდ დანარჩენ ორ მეწილეზე გადააფორმეს.
ბადრი ბასიშვილი მის უშუალო მონაწილეობას საავადმყოფოს საქმინობაში კატეგორიულად უარყოფს. "არანაირი შეხება არ მაქვს აღნიშნულ საავადმყოფოსთან. არც არანაირი შეხება მქონია. ძალიან გთხოვთ, ცრუ ინფორმაციას ნუ გაავრცელებთ",- აცხადებს ბასიშვილი.