ჰოლანდიაში ბავშვებს რამდენიმე მშობელი ეყოლებათ

ჰოლანდიაში ბავშვებს რამდენიმე მშობელი ეყოლებათ

ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტრო კანონმდებლობაში ცვლილების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვით, ქვეყანაში ბავშვებს, შესაძლოა, 2-ზე მეტი მშობელი ჰყავდეთ. ასეთი ინიციატივით ქვეყანაში რამდენიმე პარტია გამოვიდა.

ახალი კანონმდებლობის მიხედვით, საერთო სამეურვეო უფლებები მიენიჭებათ, როგორც ერთსქესიან ქორწინებაში მყოფ პირებს, ასევე ბავშვის ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ მშობლებს. მეურვეობის უფლებას მიიღებენ სპერმის დონორებიც, რომლებსაც სურთ, რომ უშუალო კავშირი ჰქონდეთ საკუთარ შვილთან.

”შესაძლოა ერთსქესიან ქორწინებაში მყოფი წყვილის შვილს, მის ბიოლოგიურ დედასთან ან მამასთან ურთიერთობა სურდეს. რატომ უნდა ვუთხრათ მას ამაზე უარი? ამ დროისთვის ჰოლანდიაში სპერმის დონორებს და ბიოლოგიურ მშობლებს, რომელთა შვილებიც სხვა ოჯახებმა აიყვანეს, არ აქვთ უფლება, რომ მათი შვილის ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღონ”, - ამბობენ კანონპროექტის ინიციატორი ”მწვანეთა პარტიის” წევრები.

შეგახსენებთ, პირველი ქვეყანა, სადაც ერთსქესიანი ქორწინება დაკანონდა, სწორედ ნიდერლანდები იყო. ეს ჯერ კიდევ 2001 წელს მოხდა. ამ დროისთვის ქვეყანაში 25 000 ბავშვი სწორედ ასეთ წყვილებთან იზრდება.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს