გვიმრას ლედი გაგა დაარქვეს

გვიმრას ლედი გაგა დაარქვეს

ამერიკელმა მეცნიერებმა გვიმრის ახალი ჯიში აღმოაჩინეს და მასში 19 სახეობა განასხვავეს, რომელთაგან ორს პოპ-მომღერალ ლედი გაგას პატივსაცემად სახელი დაარქვეს. ეს მცენარეები სპორებით მრავლდებიან, საიდანაც მამრობითი, მდედრობითი ან ორსქესიანი მცენარე იზრდება.

დიუკის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გვიმრა არიზონის, ტეხასის, მექსიკის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბიოლოგიის პროფესორის, კეტლინ პრეიერის თქმით, მცენარეს ლედი გაგა მისი გაურკვეველი სქესის გამო დაარქვეს. როგორც ცნობილია, მომღერალი სქესობრივ უმცირესობათა უფლებების დამცველია. 

გვიმრებს Gaga germanotta (ჯერმანოტა - მომღერლის ნამდვილი გვარია) და Gaga monstraparva ("გაგას პატარა მონსტრები") ქვიათ.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს