IFC-იმ "საქართველოს ბანკი" სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ვაჭრობის დაფინანსების გლობალური პროგრამის მონაწილე საუკეთესო ბანკად დაასახელა.
"საქართველოს ბანკმა", საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრის ჯილდო მიიღო, როგორც ვაჭრობის დაფინანსების გლობალური პროგრამის მონაწილე საუკეთესო ბანკმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ჯილდო გადაეცა "საქართველოს ბანკს" მისი წვლილისთვის ვაჭრობის დაფინანსების დარგში ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით.
"საქართველოს ბანკი" ქვეყნის საბანკო ბაზარზე ვაჭრობის დაფინანსების თვალსაზრისით უპირობო ლიდერია, რასაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს აღნიშნული მიმართულებით მსოფლიოს უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, მათ შორის: EBRD-ისთან TFP-ის, IFC-თან GTFP-ის და ADB-სთან TFP-ის პროგრამების კუთხით. ეს თანამშრომლობა ბანკს ანიჭებს დამატებით შესაძლებლობას, შესთავაზოს მომხმარებელს უნიკალური ინდივიდუალური გადაწყვეტილებები სავაჭრო გარიგების ოპერაციებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9