სასტუმრო ავტომობილის თემაზე

სასტუმრო ავტომობილის თემაზე

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ავტომობილის თემაზე სასტუმრო V8 Hotel გაიხსნა. სასტუმროში 10 ნომერია. საძინებლების ინტერიერი და ატრიბუტები მთლიანად ავტომობილის ნაწილებით არის გაწყობილი - აქ შეხვდებით მანქანის ფარის ფორმის ნიჟარას, ავტომობილის ფორმის ლოგინს, ავტოგასამართი სადგურის ინვენტარს.

შენობის ნაწილი სასტუმროს ფუნქციას ასრულებს, ხოლო ნაწილი ავტომობილების გამოფენას ეთმობა. ავტო მუზეუმში შთამბეჭდავი კოლექციაა წარმოდგენილი. სასტუმროს ყველაზე ხშირად მამაკაცები სტუმრობენ.

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს