სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოებას რობოტები დაიცავენ

სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოებას რობოტები დაიცავენ

რუსეთის უშიშროების ფედერალური საბჭოს განცხადებით, 2013 წლისთვის რუსეთი ახალი რობოტის ტიპის სადაზვერვო კომპლექტის, "Пластун"-ის გამოყენებას დაიწყებს.

45 კილოგრამამდე წონის 65 სანტიმეტრი სიმაღლის რობოტი რადარის ფუნქციას ასრულებს, შეუძლია პულტის მეშვეობით გადაადგილება, ას კილოგრამამდე ფიზიკური დატვირთვის ატანა და წამში 0,7 მეტრი სიჩქარის განვითარება.

"Пластун"-ების შემოტანა რუსეთს 40-იდან 80 მილიონ რუბლამდე დაუჯდება. როგორც ფედერალური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, რობოტების გამოყენებას რუსეთი სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აპირებს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს