გიორგი ბოტკოველი კახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

გიორგი ბოტკოველი კახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კახეთის კოორდინატორი გიორგი ბოტკოველი კახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა. ბოტკოველმა ამ თანამდებობაზე ლევან გამსახურდია ჩაანაცვლა. მას ინფრასტრუქტურა, მშენებლობა და სოფლის მეურნეობა ჩააბარეს.

გიორგი ბოტკოველი 2008 წლის ნოემბრიდან 2012 წლის მარტამდე კონტროლის პალატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. 2008 წელს ბოტკოველი კახეთის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა. იმ პერიოდში რეგიონის გუბერნატორი ლევან ბეჟაშვილი იყო. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გიორგი ბოტკოველი "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ სიაში იყო, თუმცა ის პარლამენტში ვერ მოხვდა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა