საქართველოში ფქვილის იმპორტის ზრდა პურს გააიაფებს

საქართველოში ფქვილის იმპორტის ზრდა პურს გააიაფებს

საქართველოში ფქვილის იმპორტის ზრდა პურს გააიაფებს. ამის შესახებ ქარხნების ნაწილში აცხადებენ.

მწარმოებლების განმარტებით, საქართველოში მხოლოდ ხორბალი შემოდის, ფქვილი - არა, ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე კონკურენცია აღარ არის. ფქვილის წარმოება კი ძვირი ჯდება.

"ჩვენთან ფქვილის დამზადების თვითღირებულება ძალიან მაღალია. ხარჯებს ზრდის წყლისა და ელექტროენერგიის მაღალი ტარიფები",- აცხადებენ მწარმოებლები.

ჯერჯერობით, მოქმედი პურის ქარხნების ნაწილი ფასებს ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ხორბლის დეფიციტის გამო ფქვილი ბოლო პერიოდში 3- ჯერ გაძვირდა, ქართულ ბაზარზე პურის ფასები თითქმის უცვლელია. ფასების 5- თეთრიანი მატება მხოლოდ სუპერმარკეტების ნაწილში დაფიქსირდა.

საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით, სპეციალისტები საქართველოში სექტემბრისთვის პურის გაძვირებას 10 დან- 20 თეთრამდე ვარაუდობდნენ.

მწარმოებლების ინფორმაციით, ჯერჯერობით ფასების დაჭერა მოგებისა და ძველი მარაგების ხარჯზე ხდება.

1 ტომარა ფქვილის ფასმა სექტემბრიდან მოყოლებული 32 ლარიდან 46,50 ლარი შეადგინა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ