გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში სოფლის განვითარების მხარდაჭერის პროგრამით აღდგენილი სასმელი წყლის სისტემა უხარისხო აღმოჩნდა. ადგილობრივთა განცხადებით, ქსელის უფრო მეტად გაფართოვებისთვის რეზერვუარის დადგმაა საჭირო. სახსრები კი დღემდე არ გამოიძებნა.
"ცისტერნის დადგმას 6000 დოლარი სჭირდება. ამჯერად, გადმორიცხულია მხოლოდ 5000 ლარი. ეს თანხა კი დამატებითი სამუშაოების წარმოებისთვის არასაკმარისია", - აცხადებს ბერშუეთში მცხოვრები არჩილ კვიწინაძე.
"ეს წყალი ოსებისგან მოდის. ოსებმა არც იციან და რომ გაიგონ, შეიძლება აგვიფეთქონ ეს მილები. მილები ჩაყარეს და წყალი ჩუმად გამოიყვანეს. წყალი მხოლოდ ზევით უბანშია, ქვევით კი არ მოდის. აქაც ხალხი ვცხოვრობთ. მთელი სოფელი მარტო ამ ერთი წყაროთი ვსარგებლობთ. სოფელში დიდ პრობლემას წარმოადგენს ასევე შეშა. ვაშლის ხეებს ვჭრით, რომ გასათბობი მოვიმარაგოთ. შარშან ვაშლის ხეები დავჭერით და წელს რაღა ვქნათ?", - ამბობს კვიწინაძემ.