ფიზიკური სავარჯიშოები ინტელექტს ამაღლებს

ფიზიკური სავარჯიშოები ინტელექტს ამაღლებს

კანადელი მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აქტიური ფიზიკური ვარჯიშები ინტელექტს ამაღლებს. ექსპერტები ასობით მოხალისეს დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ვარჯიშობენ, სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს - ვარჯიშის დროს ტვინის სისხლით მომარაგება იზრდება. კვლევის შედეგები გულ-სისხლძარღვთა ყოველწლიურ საერთაშორისო კონგრესზე წარმოადგინეს.

მოხალისეების საშუალო ასაკი 49 წელი იყო. ყველა მათგანს ზედმეტი წონა და პასიური ცხოვრების სტილი ჰქონდა. ექსპერიმენტის დაწყებამდე ყველა მოხალისემ ნეიროფსიქოლოგიური ტესტი გაიარა.

მონაწილეები კვირაში ორჯერ ველოტრენაჟორზე ვარჯიშობდნენ. ორი კვირის შემდეგ ყველა მათგანის ორგანიზმში ცხიმის მარაგი საგრძნობლად შემცირდა და მათმა ტვინმა მუშაობა უკეთ დაიწყო. გარდა ამისა, კვლევის ავტორთა განმარტებით, ეს პროცესი არ ჩერდება - ანუ ვარჯიში და ადამიანის სწრაფად ფიქრის შესაძლებლობა ურთიერთკავშირშია.

რაც უფრო მეტს ვარჯიშობს ადამიანი, მით უფრო იზრდება მისი ინტელექტი.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ინტელექტუალური ფუნქციების დაქვეითება დიდწილად სიბერის ბრალია, თუმცა ფიზიკური ვარჯიშებით ამ პროცესის შენელება შესაძლებელია.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს