გაფიცვები ქვეყნის იმიჯზე და ინვესტიციების ზრდაზე გავლენას ახდენს

გაფიცვები ქვეყნის იმიჯზე და ინვესტიციების ზრდაზე გავლენას ახდენს

გაფიცვები ქვეყნის იმიჯზე და ინვესტიციების ზრდაზე გავლენას ახდენს. როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატაში განმარტეს, თუ გაფიცვები გაგრძელდება, ინვესტორების მხრიდან ინტერესი შემცირდება.

"სხვადასხვა ბიზნეს-სექტორში დაწყებული გაფიცვები ხელს უწყობს ურთიერთობების დაძაბვას სოციალურ პარტნიორებს შორის და საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მომუშავეთა კანონიერი უფლებების დაცვას, თუმცა არალეგიტიმური და პოლიტიკურ ფონზე მოტივირებული გამოსვლები ბიზნესის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს",- აცხადებენ საერთაშორისო სავაჭრო პალატაში.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა უმსხვილესი მსოფლიო ბიზნეს-ორგანიზაციაა, იგი 120-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და ასიათასობით კომპანიას აერთიანებს.

შეგახსენებთ, საქართველოში მოქმედი ბიზნეს-კომპანიის თანამშრომლები ხელფასების ზრდის მოთხოვნით გაფიცვებს რამდენიმე კვირაა მართავენ.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ