სომელიემ ხელში 51 ღვინის ბოკალი დაიჭირა

სომელიემ ხელში 51 ღვინის ბოკალი დაიჭირა

ბრიტანელმა სომელიემ ფილიპ ოსენტონმა ერთ ხელში ღვინის 51 ბოკალი დაიჭირა. შემთხვევა პეკინში მოხდა, სადაც ამჟამად ღვინის სპეციალისტი მუშაობს. შეიტანა თუ არა ოსენტონმა რეკორდის რეგისტრაციაზე განცხადება, უცნობია. 

43 წლის სომელიეს თქმით, მან ხელში დიდი რაოდენობის ჭურჭლის დაჭერა ლონდონის სასტუმროს რესტორნებში მუშაობისას ისწავლა. მას დროის მოკლე მონაკვეთში რესტორანში 140 ადგილიანი მაგიდის გაშლა და 280 ბოკალის (ორი სახეობის სასმელისთვის თითო-თითო ბოკალი) დალაგება უწევდა.

ჯერჯერობით ოსენტონის მიღწევა დარეგისტრირებული არაა. გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, მოქმედი რეკორდსმენი ფილიპინელი რეიმონდ ადინაა. მან ხელში 39 ბოკალის დაჭერა შეძლო. რეკორდი 2007 წლის 24 ოქტომბერს ესპანეთში დამყარდა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს