ყოველწლიურად 600 000 ჩინელი სამსახურში გადაღლის გამო იღუპება

ყოველწლიურად 600 000 ჩინელი სამსახურში გადაღლის გამო იღუპება

დაძაბულობა და გადაღლილობით პროვოცირებული დაავადებები ადამიანების უდროოდ გარდაცვალების მიზეზი სულ უფრო ხშირად ხდება. დაძაბული სამუშაო გრაფიკით გამოწვეული სტრესი, შეიძლება, ინფარქტითაც კი დამთავრდეს. "მუშაობით გადამწვართა" რაოდენობა ჩინეთში ყოველწლიურად ნახევარ მილიონ ადამიანს აღემატება. ეს მონაცემები ჩინეთის ნაციონალურმა რადიომ გამოაქვეყნა.

"სტატისტიკა ამტკიცებს, რომ ჩინეთში ყოველწლიურად გადაღლილობის გამო 600 000-ზე მეტი ადამიანი კვდება",- ნათქვამია რეპორტაჟში. რადიოს მაგალითად ინტერნეტ-მაღაზიების პატრონების ბოლო დროს გახშირებული უეცარი გარდაცვალება მოჰყავს, რომლებიც იძულებულნი არიან კომპიუტერთან ლამის 24 საათი გაატარონ.

"მენეჯერის" სინდრომის მკურნალობაში, ხშირ შემთხვევაში, ფსიქოთერაპევტთან ერთად, იმუნოლოგები, ნევროლოგები, კარდიოლოგები, სექსოპათოლოგები და სხვა დარგის სპეციალისტები არიან ჩართული.

"ადამიანების უმეტესობა სტრესის გამო ექიმთან არ მიდის. მაგრამ თუ პრობლემას თავად ვერ უმკლავდებიან, პროფესიონალებს უნდა მიმართონ",- მიიჩნევს პეკინის უნივერსიტეტის საავადმყოფოს ექიმი ტიან ჩენხუა.

მისი კოლეგა, პეკინის უნივერსიტეტის პროფესორი სუნ ვენჩჟი მოქალაქეებს ურჩევს, დაძაბულობა მარტივი ფიზიკური ვარჯიშებით და კომპიუტერთან მუშაობისას რეგულარული შესვენებით მოიხსნან.

მომზადებულია newsme.com.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს