კურტ კობეინის დამტვრეული გიტარა აუქციონზე გაიყიდება

კურტ კობეინის დამტვრეული გიტარა აუქციონზე გაიყიდება

ძველი, გაცვეთილი გიტარა, რომელიც ჯგუფ "ნირვანას" სოლისტმა, კურტ კობეინმა ცნობილი კლიპის "Smells like Teen Spirit"-ის გადაღების დროს დაამსხვრია, ლონდონში აუქციონზე გაიყიდება. გიტარის ნარჩენების საწყისი ფასი 15 000 ევროა, თუმცა იმედოვნებენ, რომ იგი ბევრად უფრო ძვირად გაიყიდება.

გიტარასთან ერთად, "თანამედროვე არტეფაქტების" აუქციონზე ინდიანა ჯონსის მათრახი და "წმინდა გრაალი" გამოიტანეს, რომელიც ფილმში "უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა" გამოიყენეს. მათრახი 15000 ევროდ შეაფასეს, "წმინდა გრაალი" კი აუქციონის მესვეურებმა რატომღაც "დაიწუნეს", მისი საწყისი ფასი 3500 ევროა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს