ქობულეთელი ექიმები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ

ქობულეთელი ექიმები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში ექიმები შეიკრიბნენ და კომპანია "ალდაგის" ხელმძღვანელობის კადრებისადმი არასწორი დამოკიდებულება გააპროტესტეს.  "მოგვაცილეთ ალდაგი"! ჩვენ მონები არ ვართ!" - აცხადებენ ქობულეთელი ექიმები "გურია ნიუსთან" და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. თუ კომპანია მათ მოთხოვნას არ შეასრულებს, ისინი პოზიციებს არ დათმობენ.

"ამ კერძო კომპანიას მონებად ვყავართ დაქირავებულები და მათი ჩვენდამი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია და ღირსების შემლახველი", - აცხადებენ ექიმები.

კომპანია "ალდაგის" პრესსამსახურის უფროსი მაია ივჩენკო აცხადებს, რომ ქობულეთის სამედიცინო ცენტრი "ჩვენი ოჯახის კლინიკას" ეკუთვნის, თუმცა არ უარყოფს, რომ ეს კომპანია "ალდაგი ბისიაის" შვილობილია.

როგორც ექიმებისთვის გახდა ცნობილი, დღეს "ჩვენი ოჯახის კლინიკის" წარმომადგენლები ქობულეთის საავადმყოფოში აპირებენ ჩასვლას და სავარაუდოდ, რამდენიმე ათეული ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებას.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა