2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 8 მილიარდს აჭარბებს

2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 8 მილიარდს აჭარბებს

ფინანსთა მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს, რომელიც პარლამენტში 5 ნოემბერს უნდა შევიდეს, - ამის შესახებ ნოდარ ხადურმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ბიუჯეტში გამოიძებნა რესურსები, რათა ყველა წინასაარჩევნო დაპირება შესრულდეს.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, არ იგეგმება კადრების მნიშვნელოვანი შემცირება და დაფინანსების შემცირება შეეხება მხოლოდ ისეთ პროექტებს, რომელთა საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

"კერძოდ, აღარ ავაშენებთ ქუთაისში პარლამენტს და ამაზე 340 მილიონს აღარ დავხარჯავთ. არ ავაშენებთ "ანბანის კოშკს" და კაფეებს, რაზეც არაერთი ასეული მილიონი ლარია დახარჯული. გავაგრძელებთ მიმდინარე პროექტებს, თუმცა ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ იგეგმება. ამავდროულად ფინანსთა სამინისტრომ თავისი დაფინანსება 10%-ით შეამცირა", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტში გაჩნდება დანართი, რომელშიც გაიშიფრება სხვა ხარჯები.

როგორც ხადურმა აღნიშნა, აქამდე "სხვა ხარჯები" მილიონს აჭარბებდა და საზოგადოებისთვის უცნობი იყო, თუ რას მოიცავდა კონკრეტულად ეს ხარჯები.

ამასთან, ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ბიუჯეტი 8 მილიარდზე მეტია.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ