ზესტაფონის გამგებელი თანამდებობიდან გადადგა

ზესტაფონის გამგებელი თანამდებობიდან გადადგა

ზესტაფონის გამგებელი გივი არაბიძე თანამდებობიდან გადადგა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს რაიონი ყოველგვარი განცხადების გარეშე შეუმჩნევლად დატოვა.

თუმცა, თავად არაბიძემ განაცხადა, რომ იგი არსად არ გაქცეულა და უბრალოდ განცხადებით მიმართა საკრებულოს გადადგომის შესახებ.

ზესტაფონში საკრებულოს სხდომა დღეს იმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზესტაფონის საკრებულოში განუცხადეს, არაბიძის გადაყენებას ისინი ისედაც გეგმავდნენ.

გივი არაბიძე ზესტაფონის რაიონს მეცხრე წელია, ხელმძღვანელობდა.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა