ფადი ასლი ფოთის პორტში გაფიცვის ორგანიზატორთა დადგენას ითხოვს

 ფადი ასლი ფოთის პორტში გაფიცვის ორგანიზატორთა დადგენას ითხოვს

საერთაშორისო სავაჭრო პალატა მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომლებიც ინიცირებენ ფოთის პორტში განვითარებულ მოვლენებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საერთაშორისო სავაჭრო პალატის დირექტორმა ფადი ასლიმ განაცხადა.

მისი თქმით, ფოთის პორტი კავკასიისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი პუნქტია, რომელიც არ შეიძლება იყოს გაურკვეველი პიროვნებების მიერ პარალიზებული, რომელთაც მანიპულაციის გზით შეცდომაში შეჰყავთ "პატიოსანი და გულუბრყვილო მომუშავეები, რათა საბოლოოდ შეძლონ კრიმინალური გზით მიზნის მიღწევა".

"საერთაშორისო სავაჭრო პალატა მხარს უჭერს მომუშავეთა კანონიერ უფლებებს, თუმცა გამოსვლები, რომლებიც არალეგიტიმური და პოლიტიკურ ფონზეა მოტივირებული, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ბიზნესის განვითარებასა და ქვეყნის იმიჯზე. აქედან გამომდინარე, პალატა მოუწოდებს პროკურატურას, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს იმ პირების ვინაობა რომლებიც ინიცირებენ ამ ნეგატიურ მოვლენებს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, საქართველო მოიცვა გაფიცვების ტალღამ რამდენიმე ბიზნეს სექტორსა და სხვადასხვა რეგიონებში, რომლის მიზანია ქვეყნის დესტაბილიზაცია და ახლად დამტკიცებული ხელისუფლებისთვის ზიანის მიყენება", - განაცხადა ფადი ასლიმ.

მისივე თქმით, ფოთის პორტში მიმდინარე გაფიცვები ახდენს ქალაქ ფოთის პარალიზებას, რომელიც ქვეყნისა და რეგიონის უმნიშვნელოვანესი პუნქტია.

"ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაფიქსირდა მოქმედი მთავრობის სისტემატიური დისკრედიტაციის მცდელობა, რაც გამოიხატება სოციალური უკმაყოფილებით და აისახება ქმედებებში, როგორიცაა: ლტოლვილების მიერ თბილისის მრავალ შენობებში არაკანონიერი შესახლება, რეგულარული არეულობები საქართველოს ციხეებში და უამრავი გაფიცვის ინციდენტი, 100% იანი ხელფასების ზრდა და სხვა მრავალი არარეალური მოთხოვნა. კარგად დაგეგმილი და შესაბამისად კონტროლირებული ქმედებები ყოვლად მიუღებელია და ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ბიზნესგარემოზე და ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას", - აღნიშნა ფადი ასლიმ.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ