ახმეტის სამედიცინო ცენტრიდან 21 თანამშრომელი გაათავისუფლეს

ახმეტის სამედიცინო ცენტრიდან 21 თანამშრომელი გაათავისუფლეს

ახმეტის სამედიცინო ცენტრიდან, რომელიც სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" ეკუთვნის, 21 თანამშრომელი გაათავისუფლეს.

როგორც გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, არჩევნებამდე სამედიცინო ცენტრში შტატების რაოდენობა გაზარდეს, მომსახურების ტარიფები შეამცირეს, არჩევნების შემდეგ კი მომსახურების ღირებულებაც გააძვირეს და თანამშრომლებიც დაითხოვეს.

"ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე სია დაგვიდეს, რომ ჩვენ გათავისუფლებულები ვართ. მიზეზი რა არის, არ ვიცი. ალბათ მორიგი პროვოკაციაა მთავრობის წინააღმდეგ. სამედიცინო ცენტრი "ალდაგს" ეკუთვნის და 100 ლარზე მეტს არ გვიხდიდნენ", – აღნიშნა პედიატრიის მედდამ ნუნუ შაიშმელაშვილმა.

სამედიცინო ცენტრის მენეჯერის, გიორგი უძილაურის განცხადებით, მთავრობის 165-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, სამედიცინო ცენტრებში 1 სექტებრისთვის მაქსიმალური მობილიზაცია მოხდა. შეგახსენებთ, 1 სექტემბერს პენსიონერებზე გაცემული სამედიცინო დაზღვევის პოლისები ამოქმედდა. "ამჟამად ეს ნაკადი მეტნაკლებად დასტაბილურდა და თანამშრომლები გათავისუფლდნენ", - განაცხადა უძილაურმა.

სამედიცინო ცენტრებიდან ექიმები, ექთნები და სხვა თანამშრომლები სხვა რაიონებშიც გაუფრთხილებლად გაათავისუფლეს.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა