ჩინეთში 500 კატა დაკვლას გადაარჩინეს

ჩინეთში 500 კატა დაკვლას გადაარჩინეს

ჩინეთის პროვინცია ძიანსუში 500 კატა დაკვლას გადაარჩინეს. როდესაც სატვირთო მანქანა შესამოწმებლად გააჩერეს, საბარგულში გალიებში გამომწყვდეული 500 კატა იპოვეს. ცხოველებს უჰაერობისგან სუნთქვა უჭირდათ. კატები რესტორნებში გასაყიდად მიჰყავდათ.

ოფიცრები ნანახით გაოგნებულები დარჩნენ და დახმარებისთვის ცხოველთა დაცვის ადგილობრივ ცენტრს მიმართეს. ცენტრის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ და მშიერი ცხოველები გამოკვებეს, შემდეგ კი კატები სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, ჩინეთში ძაღლის ხორცი ქუჩის ბაზრობებზე თავისუფლად იყიდება. ჩინეთის ავტონომიური რეგიონის, გუანსი-ჯუანის ოლქ იულინის ბაზარში გატყავებული ძაღლის ხორცი ძვირად ფასობს.

ძაღლის ხორცს ყიდულობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე რესტორნების მეპატრონენი. ჩინეთში ჩაშუშული ძაღლის ხორცი საკმაოდ პოპულარულია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს