ბრაზილიელი მოდელი ლიპოსაქციის ოპერაციის დროს გარდაიცვალა

ბრაზილიელი მოდელი ლიპოსაქციის ოპერაციის დროს გარდაიცვალა

სან-პაულოს კერძო კლინიკაში ბრაზილიელი მოდელი და ტელეწამყვანი, 27 წლის  პამელა ნასციმენტო ლიპოსაქციის ოპერაციის დროს დაიღუპა. სიკვდილის გამომწვევ მიზეზად სისხლის დაკარგვა დაასახელეს.

გოგონას დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოდელს ორჯერ უკვე გაკეთებული ჰქონდა მუცელზე ცხიმის მოსაშორებელი პროცედურა. ეს ინფორმაცია პოლიციას გარდაცვლილი გოგონას დეიდამ მიაწოდა.

როგორც პამელას მეგობრები და ახლობლები ამბობენ, მას საკუთარი გარეგნობა არ მოსწონდა და პლასტიკურ ქირურგებს ხშირად სტუმრობდა. პამელას გაკეთებული ჰქონდა მკერდისა და ცხვირის ოპერაცია. მას განსაკუთრებით წონა ადარდებდა და ამბობდა, რომ ზედმეტად მსუქანია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს