ლესბოსელი ქალი გეი მამაკაცისგან ალიმენტებს ითხოვს

ლესბოსელი ქალი გეი მამაკაცისგან ალიმენტებს ითხოვს

ლესბოსელი ქალი მისი მეგობარი გეი მამაკაცისგან ალიმენტის სახით 13 000 დოლარის გადახდას ითხოვს. მარკ ლანგრიჟმა თავის მეგობარ ლესბოსელს საკუთარი სპერმა გადასცა, რათა ამ უკანასკნელს შვილების ყოლა შესძლებოდა. ქალს ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ორი გოგონა შეეძინა, ახლა კი მათ სარჩენად მარკის დახმარებას ითხოვს.

ქალმა, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა, უკვე შეიტანა სასამართლოში სარჩელი.

”მე და ჩემი მეგობარი მამაკაცი შონი არ ვაპირებდით შვილების ყოლას. ჩვენ გაგვიჩნდა იდეა, რომ სპერმა გაგვეღო და ამით ვინმეს შვილის გაჩენაში დავხმარებოდით. მაგრამ ბოლო რამდენიმე თვე ნამდვილ კოშმარად გვექცა”, - აცხადებს მარკი.

ისტორია 1998 წელს დაიწყო. არატრადიციული ორიენტაციის მქონე ქალმა მარკს მეგობრულად დახმარება სთხოვა შვილის გაჩენაში, რაზეც თანხმობა მიიღო. ორი წლის შემდეგ მან კიდევ ერთი შვილის ყოლა ისურვა, რაზეც მარკი ისევ დასთანხმდა. მას შემდეგ 13 წელი გავიდა და ახლა ქალმა გადაწყვიტა, რომ გოგონების ბიოლოგიურმა მამამ მათ რჩენაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა ბავშვთა სააგენტომაც. თუ სასამართლომ მარკი არ გაამართლა, მას ყოველი გასული წლისთვის 1000 დოლარის გადახდა მოუწევს.

2004 წელს ქალმა სცადა მარკისთვის გოგონები გაეცნო, რაზეც უარი მიიღო. მარკმა ბავშვებს სთხოვა,  დედას მათი ჩასახვის თაობაზე გასაუბრებოდნენ.

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს