ინგლისის სოფელ ჩარლვუდში მცხოვრები 55 წლის ისტორიის მასწავლებლის, ენდრიუ რობერტშაუსის სახლში სტუმრად მისული ადამიანი თავს ფრონტზე გრძნობს.
ენდრიუს სახლის უკანა ეზოში ყვავილების ბაღის ნაცვლად, ნამდვილი საომარი სანგრებია გათხრილი. ტერიტორია ეკლიანი მავთულხლართებით, ქვიშით სავსე ტომრებითა და ტალახით არის სავსე. სანგარს ერთი თვის განმავლობაში მასთან ერთად 30 ადამიანი თხრიდა. ენდრიუ როლში ზოგჯერ იმდენად იჭრება, რომ მთელი დღე სანგარში ცხოვრობს. ხშირად ისტორიის პედაგოგს მეგობრები და ნათესავები სტუმრობენ, ჯარისკაცის ფორმას იცვამენ და სანგარში "მტერს" ემალებიან.
"ბაბუაჩემი ომში იბრძოდა და ფრონტის ხაზზე სამჯერ დაჭრეს. მინდოდა ხალხისთვის მეჩვენებინა, რომ ომი თვითგადარჩენაა და არა მხოლოდ სიკვდილი. ომის დროს ჯარისკაცები სანგარში ისვენებდნენ კიდეც", - ამბობს ენდრიუ.
მისი ბაღი პირველი მსოფლიო ომის სანგრის ასლია.



მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.