"გალფმა" საწვავი ისევ გააიაფა

"გალფმა" საწვავი ისევ გააიაფა

"გალფმა" საწვავი ისევ გააიაფა. ამჯერად ფასმა 4 თეთრით დაიწია და როგორც კომპანიაში ამბობენ, ფასების დაწევის ტენდენცია კვლავ გრძელდება. უკვე გაიაფდა "რეგულარი" და ახლა უკვე 2,13 ლარი ღირს.

"ფასების შემცირების შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზარზე "პლაცზე" ფასის კლებამ განაპირობა. კომპანია ითვალისწინებს საზოგადოების ინტერესს და ყოველთვის ცდილობს მომხმარებლისთვის ოპტიმალური ფასის შეთავაზებას, რაც საერთაშორისო ბაზარზეა დამოკიდებული. გასული კვირების მანძილზე ფასებმა კომპანიის სხვა პროდუქტებზეც საგრძნობლად იკლო. კომპანია "გალფი" თავის ერთგულ მომხმარებელს უახლოეს მომავალში მრავალ სიურპრიზს პირდება",- აცხადებენ კომპანიაში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ