კატამ პატრონი ნარკოტიკებს გადააჩვია

კატამ პატრონი ნარკოტიკებს გადააჩვია

ლონდონში მცხოვრები კატა ბობიმ საკუთარ პატრონს ცხოვრების წესი შეაცვლევინა. კატის პატრონი 33 წლის ჯეიმს ბოუენი ქუჩის მუსიკოსია და წლების განმავლობაში უსახლკარო და ჰეროინზე დამოკიდებული იყო. დაახლოებით, 5 წლის წინ ჯეიმსმა კატა ეზოში იპოვა. მას ზურგზე ჭრილობა ჰქონდა. ჯეიმსმა კატას უმკურნალა და ქუჩაში გაუშვა. თუმცა, ცხოველი არსად გაქცეულა და მთელი დღე ჯეიმსის შინ დაბრუნებას ელოდა. მას შემდეგ ბობი და ჯეიმსი ერთად ცხოვრობენ.

როგორც ჯეიმსი ამბობს, მისი ცხოვრება ბობის გამოჩენის შემდეგ უკეთესობისკენ შეიცვალა. დღეს ჯეიმსი კვლავ ქუჩაში უკრავს და მის გვერდით ყოველთვის კატა ზის - ყოველ ჯერზე ბობი პატრონს ამხნევებს და ხელზე თათს ურტყამს.

ბობი მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული კატაა - მას მიუძღვნეს წიგნი "ქუჩის კატა სახელად ბობი" (A Street Cat Named Bob). წიგნის 250 000 ეგზემპლარი გაიყიდა და 18 ენაზე ითარგმნა. საერთო მოგებიდან ჯეიმსს 30 000 გირვანქა სტერლინგი გადასცეს. ამჟამად კი ბობით ჰოლივუდში დაინტერესდნენ და ახალი ფილმისთვის სცენარი იწერება. თუმცა, კატა უკვე ვარსკვლავია - მას აქვს "ტვიტერი" (12 000 მომხმარებელი), Facebook-ის გვერდი და ფანკლუბი.

კატამ პატრონი გადაარჩინა

კატამ პატრონი გადაარჩინა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს