აშშ-ში მამაკაცმა ქალი გველით სცემა

აშშ-ში მამაკაცმა ქალი გველით სცემა

აშშ-ის შტატ მასაჩუსეტსში მცხოვრებმა მამაკაცმა, კიტ პარომ მეგობარი ქალი გველით სცემა. პითონი კიტის შინაური ქვეწარმავლია.

ინციდენტი ქალაქ ვესტ-სპრინგფილდში მოხდა. 34 წლის კიტსა და მის მეგობარ ქალს შორის შელაპარაკება მოხდა. კონფლიქტის დროს მამაკაცმა აკვარიუმიდან პითონი ამოიყვანა და მეგობარს, რომელიც ამ დროს აბაზანას იღებდა, რამდენჯერმე დაარტყა. ბოლოს  კიტმა პითონი წყალში ჩააგდო, რის შემდეგაც ქვეწარმავალი მოკვდა.

ქალს ჩხუბის შედეგად რამდენიმე დალურჯება აღენიშნება ზურგზე, ხელებსა და მუცელზე. კიტი ადგილიდან მიიმალა, თუმცა პირველ ნოემბერს სამართალდამცავებს ჩაბარდა.

მოძალადე მამაკაცს თავდასხმაში და მუქარაში ედება ბრალი. გარდა ამისა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის გამო მას ჯარიმის სახით 250 დოლარის გადახდა მოუწევს. 

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს