ავსტრიაში ევროპის უმსხვილეს საროსკიპოს გახსნიან

ავსტრიაში ევროპის უმსხვილეს საროსკიპოს გახსნიან

ავსტრიელი ბიზნესმენი პეტერ ლასკარისი (Peter Laskaris) ევროპის უმსხვილესი საროსკიპოს მშენებლობასა და აღჭურვაში 20 მლნ დოლარს ჩადებს.

დაწესებულება FunMote დღეში ათასობით ადამიანის მიღებას შეძლებს. კლიენტების განკარგულებაში 147 ნომერი და 150 თანამშრომელი იქნება.

საროსკიპოს ეზოში ავტოსადგომი განთავსდება. ავტოსადგომზე სპეციალური ადგილი ავტობუსებისთვისაც იქნება გამოყოფილი. კლიენტების კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად მთლიან კომპლექსს სამ მეტრიან გაუმჭვირვალე ღობეს შემოარტყამენ.

ლასკარისის თქმით, მისი დაწესებულება "ოთხვარსკვლავიანი" იქნება. FunMotel-ში კლიენტების მომსახურების გარდა, სვინგერების საღამოები, პორნო ინდუსტრიის ვარსკვლავების წარმოდგენები და მასტერ-კლასები მოეწყობა. პროექტით რესტორნების, სპა-სალონების და სავარჯიშო დარბაზის მშენებლობაცაა გათვალისწინებული. დაწესებულებიდან არც ერთი კლიენტი უკმაყოფილი ან იმედგაცრუებული არ წავა: მომსახურების მრავალფეროვნება და ხარისხი გარანტირებული იქნება.

დაწესებულების მშენებლობის ზუსტი ადგილი ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, რადგან ლასკარისი ადგილობრივების პროტესტს ერიდება, რომელთაც ევროპის ყველაზე მსხვილი საროსკიპოს მეზობლად ცხოვრებამ შეიძლება მორალური დისკომფორტი შეუქმნას. ამასთან, იდეის ავტორები აცხადებენ, რომ საროსკიპოს ისეთ ადგილას განათავსებენ, რომ ხელს არავის შეუშლის.

ავსტრიაში პროსტიტუცია ლეგალურია, მეძავების საქმიანობა კანონით რეგულირდება.

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს