ინდონეზიაში ქვიშაზე იძინებენ

ინდონეზიაში ქვიშაზე იძინებენ

ინდონეზიაში კუნძულ მადურაზე მოსახლეობას ბინებში, იატაკზე ქვიშა აქვთ დაყრილი. ადგილობრივებს ქვიშა სანაპიროდან მიაქვთ და სახლში, ოთახის კუთხეში ყრიან. მათ სჯერათ, რომ ქვიშაზე ძილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მათი აზრით, ქვიშაზე ძილი უფრო კომფორტულია, ვიდრე ლეიბზე, რომელიც ასეთი ძვირი ღირს.

მადურაზე "არასტანდარტული საწოლი" იმდენად პოპულარულია, რომ ქვიშაზე სძინავს, როგორც ღარიბ, ისევე შეძლებულ მოსახლეობას. რასაკვირველია, მათ თანამედროვე ლეიბებიც აქვთ, თუმცა მათ დეკორაციული დანიშნულება აქვთ. ოჯახები დასაწოლად მხოლოდ სუფთა ქვიშას აგროვებენ. მადურაზე მოსახლეობა მეთევზეობას მისდევს.

მომზადებულია prafulla.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს