უწყლო სოფელში ფული სარიტუალო დარბაზისთვის იხარჯება

უწყლო სოფელში ფული სარიტუალო დარბაზისთვის იხარჯება

დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მოსახლეობა სოფლისთვის გამოყოფილი თანხით სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მათი თქმით, წყალს ჭიები მოჰყვება, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევთ.

უკვე მესამე წელია სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები სარიტუალო დარბაზის მოსაწყობად იხარჯება. დარბაზის მოწყობისთვის 25 000 ლარი უკვე დახარჯულია, თუმცა სოფლის გამგებლის განცხადებით, თანხის უკმარისობის გამო, დარბაზის მოწყობა წელსაც ვერ დასრულდება. დარბაზში საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, სხვა დღეებში კი დაკეტილია.

წითელსოფელში სარიტუალო დარბაზი ყოფილი მაღაზიის შენობაშია განთავსებული. შესაბამისად, დარბაზის ასაშენებლად თანხა არ დახარჯულა. შენობას წინა მხრიდან მეორადი სამშენებლო მასალებით მხოლოდ მცირე ზომის ოთახი მიაშენეს და სარიტუალო ინვენტარი შეიძინეს. ამ ყველაფერში, ბოლო ორი წლის განმავლობაში 17 175 ლარი დაიხარჯა. დარბაზი შიგნიდან ჯერ კიდევ მოსაწყობია.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა