ვარდისფერი ფლამინგოების ტბა

ვარდისფერი ფლამინგოების ტბა

კენიაში (აღმოსავლეთ აფრიკა) მდებარე ნაკურუს ტბა ულამაზესი ვარდისფერი ფლამინგოებით არის ცნობილი. ნაკურუს ტბის ეროვნულ პარკში ასობით ათასი, ხშირად მილიონობით ვარდისფერი ფლამინგოა, რომლებიც ტბის პირას ბუდობენ. ტბის მეჩხერი სანაპიროს ცნობა ხშირად თითქმის შეუძლებელია, რადგანაც მასზე ვარდისფერი მასა (ფლამინგოები) მუდმივად მოძრაობს. ტბაზე ფლამინგოების რაოდენობა წყლისა და საკვების სიჭარბის მიხედვით მერყეობს.

პარკის მთელი პერიმეტრი შემოღობილია და სხვა ცხოველებთან ერთად შეხვდებით გადაშენების პირას მყოფ როტშილდის ჟირაფებს, შავსა და თეთრ მარტორქებს. მტაცებელთა შორის არიან ლომები და ლეოპარდები. პარკში ასევე ბევრია დიდი ზომის პითონი. ფლამინგოების გარდა, ტბაზე მრავალი სხვა სახის ფრინველი ბინადრობს.

წარმოგიდგენთ შთამბეჭდავ ფოტოსურათებს, რომლებიც ველური ბუნების ფოტოგრაფმა მარტინ ჰარვიმ გადაიღო.

იხილეთ ვიდეო

ვარდისფერი ფლამინგოები

ვარდისფერი ფლამინგოები

ვარდისფერი ფლამინგოები

ვარდისფერი ფლამინგოები

ვარდისფერი ფლამინგოები

ვარდისფერი ფლამინგოები

ვარდისფერი ფლამინგოები

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს