გოგა ხაჩიძე: "სოზარის ადგილზე სასმელს მოვერიდებოდი"

გოგა ხაჩიძე: "სოზარის ადგილზე სასმელს მოვერიდებოდი"

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სკანდალური მწერალი და სასჯელაღსრულების სისტემის "ჟანა დარკი" ლალი მოროშკინა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა საკუთარ მრჩევლად დანიშნა.

ამ საკითხს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარის გარეშე ახალი ამბავი არ დაუტოვებია "ფეისბუქის" აქტიურ მომხმარებელს, პარლამენტარ გოგა ხაჩიძეს.

"სოზარის ადგილზე სასმელს მოვერიდებოდი", - ასეთი კომენტარი დაურთო ხაჩიძემ ახალ ამბავს, რომლის ლინკი საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე გააზიარა.

სოციალურ ქსელებში ხუმრობენ, რომ მალე მოროშკინა ახალ წიგნს დაწერს - "მე, სოზარი და ზოგადი რჩევები."

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს