2013 წლიდან "დაუბეგრავი მინიმუმით" სარგებლობა შესაძლებელი იქნება

2013 წლიდან "დაუბეგრავი მინიმუმით" სარგებლობა შესაძლებელი იქნება

2013 წლიდან "დაუბეგრავი მინიმუმით" სარგებლობა შესაძლებელი იქნება. მთვარობის გადაწყვეტილებით, 2013 წლიდან დაქირავებული ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას, შემოღებული იქნება დაუბეგრავი მინიმუმი, რაც წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლებიდან 1 800 ლარს შეადგენს.

აღნიშნული შეღავათით ისარგებლებენ ის პირები, რომელთა დაქირავებით მიღებული შემოსავალიც წლის გამავლობაში არ აღემატება 6000 ლარს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილება არ მოახდენს უარყოფით გავლენას 2013 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან წლის განმავლობაში მოხდება ყველა დაქირავებული ფიზიკური პირის 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, ხოლო ფისკალური წლის დასრულების შემდგომ წელს იმ პირებს, ვინც ისარგებლებენ აღნიშნული საგადასახადო შეღავათით, დაუბრუნდებათ კუთვნილი თანხა, შესაბამისად, ეს ცვლილება საგადასახადო შემოსავლების შემცირებას 2014 წლიდან გამოიწვევს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ