"სავსე უკანალის დედოფლები"

"სავსე უკანალის დედოფლები"

ამერიკელმა მეცნიერებმა 18 ათასზე მეტი ქალი გამოჰკითხეს და გაარკვიეს, რომ უფრო მახვილი გონებით ტანსრული ქალები გამოირჩევიან, ამავე დროს ერთი ნიუანსიც გაირკვა: თეძოებისა და წელის შემოწერილობას შორის მნიშვნელოვანი სხვაობა უნდა იყოს, სხვანაირად ეს "წესი" არ მოქმედებს.

შესაბამისად, ლაპარაკია არა მხოლ­ოდ ტანსრულ, არამედ სავსეუკა­ნალიან ქალებზე. ფენომენის მიზეზი ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3 აღმოჩნდა, რომელიც დიდწილად უკანალის მიდამოებში კონცენტრირდება და ხელს უწყობს ქალის ტვინის განვითარებას და კვებავს ნაყოფის ტვინს ორსულობის დროს, დადებით გავლენას ახდენს მის მომავალ პოტენციალზე. წელზე ცხიმი კი თურმე ასეთ თვისებებს არ ფლობს.

ცოტა ხნის წინ კი დანიელმა მეცნიერებმა დაადგინეს მასიური თეძოების კიდევ ერთი დადებითი თავისებურება: ცხიმების განლაგება ამ ზონაში მოწმობს ორგანიზმში "კარგი" ქოლესტერინის არსებობაზე, რომელიც ეწინააღმდეგება სისხლძარღვების კედლების გამაგრებას, და სისხლში ამ დროს დაბალია "ცუდი" ქოლესტერინი. შესაბამისად, ვიწროთეძოებიან ქალებს მეტად აქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებების ნაადრევი განვითარების რისკი. და კიდევ, თურმე ის ქალები, რომელთა სხეულის წონა "ნორმას" 5 კილოთი მაინც სცდება, უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ სექსში, ვიდრე გამხდრები.

გამოკითხვების თანახმად, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს სექსუალური ლტოლვა აქვთ ვიწროწელიანი და დიდსაჯდომიანი ქალების მიმართ. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ასეთი სხეული ტვინში სწორედ იმ წამახალისებელ ცენტრებს აღაგზნებს, რომლებიც ალკოჰოლის მიღების დროს აქტიურდება. მამაკაცების ქვეცნობიერში ირთვება მომავალი მშობლის რეფლექსები: ქალი ფართო თეძოებით უფრო ადვილად აჩენს შვილებს. მკერდის სიდიდეს, როგორც ტესტებით მტკიცდება, ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. მთავარია, ის ლამაზი იყოს. აი, ხელოვნური მკერდი კი თითქმის ყველა მამაკაცს ფსიქოლოგიურად ძაბავს. ბევრმა აღიარა, რომ "სილიკონის ლამაზმანებთან" კონტაქტისას სურვილიც კი ეკარგებოდათ - იმპლანტატების დაზიანების ეშინოდათ.

სხვათა შორის, შუა საუკუნეებში სავსე უკანალს დიდ პატივსაც სცემდნენ - მაშინ სჯეროდათ, რომ შიშველი უკანალით ბოროტ ძალას აძევებდნენ, რომელსაც "ეშინოდა" და "გარბოდა".

სხვათა შორის, მსოფლიო ლამაზმანები არა მხოლოდ მალავენ, არამედ ხაზსაც კი უსვამენ მომრგვალებულ საჯდომებს და ამაყობენ კიდეც. ზოგიერთი სხეულის ამ ნაწილს პლასტიკური ოპერაციებითაც კი იზრდის.

"უკანალების დედოფლებად" აღიარებულნი არიან ჯენიფერ ლოპესი, ნიკი მინაჟი, ბიონსე, კიმ კარდაშიანი და, რასაკვირველია, მსოფლიოს საუკეთესო საჯდომის მფლობელად დასახელებული კოკო ოსტინი.

Daily Mail

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს