მიუხედავად იმისა, რომ ”პრეიბოი” ინდოეთში დიდი ხანია აკრძალულია, გამოცემამ მაინც მოახერხა და ქალაქ გოაში ინდოეთის პირველი პლეიბოი-კლუბი გახსნა, მაგრამ ყველაზე სასეირო მთელ ამ ვითარებაში ის არის, რომ კლუბში მოდელებს გახდის უფლება არ ექნებათ.
ეს ყველაფერი ინდოეთში არსებულ მკაცრ კანონებს ემორჩილება, პლეიბოის გოგონები წლების მანძილზე საფირმო ნიშნად ქცეული ყურცქვიტას კოსტუმისა და მსგავსი ეროტიულ სამოსის მორგებას მხოლოდ ტრადიციული სარის ქვეშ შეძლებენ. არსებობს ერთი გამონაკლისი - წვეულების დახურულად გამოცხადება, თუმცა, კლუბის მესვეურების აზრით, ასეთ რადიკალური ზომები საჭირო არ იქნება, რადგანაც ხალხს კლუბში სარიში გადაცმული ლამაზმანებიც მოიზიდავენ.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.