50-მა მთვრალმა სპილომ ინდოეთის სოფელი გაანადგურა

50-მა მთვრალმა სპილომ ინდოეთის სოფელი გაანადგურა

ინდოეთის სოფელ დუმურკოტას სპილოები თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც 500 ლიტრი ალკოჰოლი დალიეს და სასმელის მორიგი ულუფის საძებნელად გაემართნენ. 

სპილოების ჯოგი სოფლის ჩაისა და ბრინჯის პლანტაციას მიადგა. ცხოველები ალკოჰოლური სასმელის სუნმა მიიზიდა, რომელიც იქვე ახლობლად მდებარე მაღაზიაში იყიდებოდა.

ამ არომატით დაინტერესებულმა ცხოველებმა სურსათის მაღაზია დაანგრიეს და 18 კასრი სასმელი დალიეს. ეფექტი დამანგრეველი აღმოჩნდა. გაგიჟებული გიგანტები სოფელს დაერივნენ. სპილოებმა სამი სახლი და ადგილობრივი მაცხოვრებლების ნათესები გაანადგურეს.

ცხოველების დასაწყნარებლად პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ  ეს სპილოები დიდი ჯოგის ნაწილი იყო.

"მათი მიგრაციის გზა ადამიანების სიახლოვეს მიდიოდა, ამიტომ განსაკუთრებით მშიერმა ცხოველებმა ალკოჰოლის სუნი იყნოსეს. ჩვენ ისინი ჯოგში დავაბრუნეთ და იმედი გვაქვს, რომ ბახუსი დიდად არ შეაწუხებთ",- განაცხადა ადგილობრივი პილიციის პრესმდივანმა.

მომზადებულია lifenews-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს