მხატვარი ცხენი

მხატვარი ცხენი

ცხენი, სახელად ჯასტინი, მხატვარია. ფუნჯი ცხენს პირით უკავია და მისი მეშვეობით შესანიშნავ ტილოებს ქმნის. ჯასტინის ნახატები უკვე იყიდება 2500 აშშ დოლარად.

ამ დროისთვის შემოქმედი ცხენი ჯექსონ პოლოკის იმპრესიონიზმთან მიახლოებულ ნამუშევრებს ქმნის.

ჯასტინის პატრონი მხატვარი ადონა კომუსია. სწორედ მან აღმოაჩინა ცხენის მხატვრული უნარ-ჩვევები ორი წლის წინ, როდესაც ჭკვიანმა ცხენმა ჩუმად აიღო მისი ფუნჯი და ქვიშაზე ფიგურების შექმნა დაიწყო.

მაშინ მან ჯასტინს ტილოზე მუშაობის საშუალება მისცა. ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა - შედეგად, 9 წლის ცხენის ცხოვრებაში მხატვარ-აბსტრაქციონისტის წარმატებული კარიერა დაიწყო.

გასულ კვირას მხატვარი ცხოველის პირველი გამოფენა მოეწყო. განსაკუთრებული პოპულარობა მწვანე და წითელ ფერებში შესრულებულმა ტილომ მოიპოვა.

იხილეთ ვიდეო

ცხენი სახელად ჯასტინი ცოტა ხნის წინ მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. 9 წლის ცხოველი მხატვარია

ცხენი სახელად ჯასტინი ცოტა ხნის წინ მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. 9 წლის ცხოველი მხატვარია

ცხენი სახელად ჯასტინი ცოტა ხნის წინ მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. 9 წლის ცხოველი მხატვარია

იხილეთ ვიდეო: ჯასთინი - 9 წლის მხატვარი ცხენი

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს