დუმის დეპუტატს ჰიტლერის სახლის ყიდვა უნდა

დუმის დეპუტატს ჰიტლერის სახლის ყიდვა უნდა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს, მმართველი პარტია "ედინაია როსიას" წევრს, ფრანც კლინცევიჩს განზრახული აქვს ის სახლი იყიდოს, რომელშიც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა და შემდეგ დაანგრიოს. სახლი ავსტრიულ ქალაქ ბრაუნაუ-ნა-ინეში მდებარეობს და 2,2 მლნ ევრო ღირს.

კლინცევიჩის პრეს-მდივნის თქმით, სახლის შესაძენად საჭირო თანხის მოძიებას დეპუტატი შემოწირულობებით აპირებს. იდეას რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი, დეპუტატი ვადიმ სოლოვევიც მხარს უჭერს.

სახლს, სადაც ჰიტლერი დაიბადა, ადრე ბიბლიოთეკად, სკოლად, ბანკად და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილ სახლად იყენებდნენ.

სექტემბერში ბრაუნაუში სახლის ბედის შესახებ დისკუსია გაიმართა. ქალაქის მერ ჰანეს ვაიდბახერს სურდა, რომ სახლი საბინაო ფონდისთვის გადაეცა, ხოლო "მწვანეთა" პარტიის წარმომადგენლები და სოციალ-დემოკრატები ინიციატივით გამოვიდნენ, რომ სახლი სახელმწიფოს შეესყიდა და "პასუხისმგებლობის სახლად" გადაქცეულიყო. სოციალ-დემოკრატული პარტიის წარმომადგენლის თქმით, ამ სახლში ბინების გაყიდვამ შეიძლება საეჭვო კლიენტები მიიზიდოს.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინიტრო ცდილობს, შენობა ნეონაცისტების კულტურულ ობიექტად არ იქცეს. ჰიტლერი ამ შენობაში 1889 წელს დაიბადა.

მომზადებულია Der Standard-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს