სუროგატი დედა მე-13 ბავშვს ელოდება

სუროგატი დედა მე-13  ბავშვს ელოდება

დიდი ბრიტანეთის ყველაზე მრავალშვილიანი სუროგატი დედა კეროლ ჰორლოკი მე-13 ბავშვს ელოდება. 46 წლის კეროლი ასაკის გამო მეტი შვილის გაჩენას აღარ აპირებს.

იმ თორმეტი ბავშვიდან, რომლებიც კეროლმა გააჩინა, 9 სხვა მშობლებს გადაეცა. კეროლმა ერთხელ ტყუპები, მეორედ კი სამი ტყუპი გააჩინა.

ბრიტანელს რამდენიმე წლის წინ უჩვეულო ამბავიც შეემთხვა - ბავშვი, რომელსაც კეროლი, როგორც სუროგატი დედა, საკუთარი მუცლით ატარებდა და ერთ-ერთი წყვილისთვის გააჩინა, სინამდვილეში კეროლისა და მისი სქესობრივი პარტნიორის შვილი აღმოჩნდა. ღვიძლი შვილის გაშვილებაზე, რა თქმა უნდა, უარი თქვეს. ბრიტანელ ქალს ორი უფროსი ქალიშვილიც ჰყავს.

"ასაკის გამო იძულებული ვარ გავჩერდე, თუმცა სიამოვნებით გავაჩენდი კიდევ ერთ ბავშვს, - ამბობს კეროლი, - ზოგიერთი ადამიანი მეკითხება, როგორ შემიძლია შვილების სხვისთვის მიცემა, ამას არასდროს ვთანხმდებოდი, თუ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ დამკვეთებისგან შესანიშნავი მშობლები დადგებოდნენ. არაფერს ვნანობ. ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან, რომლებსაც საკუთარი ოცნების ასახდენად უამრავი ტკივილის გადატანა უწევთ. მე კარგად მესმის, რას განიცდის ქალი, რომელსაც შვილის გაჩენა არ შეუძლია".

ბრიტანელი კეროლ ჰორლოკი სუროგატი დედა

მომზადებულია Day.az-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს