ქირურგმა ოპერაცია 450 ჯანმრთელ ქალს გაუკეთა

ქირურგმა ოპერაცია 450 ჯანმრთელ ქალს გაუკეთა

დიდ ბრიტანეთში მამოლოგ იან პატერსონის გარშემო ახალი სკანდალი აგორდა. ექიმს ბრალი ასობით არასწორი დიაგნოზის დასმაში ედება. როგორც პრესა იუწყება, იანი ქალებს შეცდომით უსვამდა მკერდის კიბოს დიაგნოზს და შემდეგ ოპერაციას უკეთებდა.

ქირურგმა, რომელსაც ლიცენზია უკვე ჩამოართვეს, სრულიად ჯანმრთელ ქალებს 450 ოპერაცია გაუკეთა.

პატერსონმა პროცედურა 700 ისეთ ქალსაც გაუკეთა, რომელთაც მართლა ჰქონდათ სიმსივნე, თუმცა ოპერაციის მეთოდი ზრდიდა მძიმე დაავადების თავიდან განვითარების რისკს.

სასამართლოში ქირურგის წინააღმდეგ უკვე 100-მდე საჩივარი შევიდა. ექიმის შეცდომის მსხვერპლნი კომპენსაციას ითხოვენ.

"თებერვალში საავადმყოფოში, სამედიცინო კომისიაზე გამომიძახეს, სადაც მითხრეს, რომ ჩემი დიაგნოზი არასწორად იყო დასმული და არ მჭირდებოდა ოპერაცია. ეს შოკი იყო. ახლა ყოველ ჯერზე როდესაც ჩემს ნაიარევს ვხედავ, მახსენდება, რომ ეს ფუჭი იყო", - განაცხადა 57 წლის გეილ ბოიჩარტმა, პაციენტმა, რომელიც იანთან 1995 წლიდან მკურნალობდა. მას ექიმმა მისივე მოგონილი მეთოდით ექსპერიმენტული ოპერაცია გაუკეთა.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა ქირურგი ჯერ არ დაუკავებიათ. პოლიცია ახლა დანაშაულის მოტივის დადგენას ცდილობს. იან პატერსონი ბრიტანეთის რამდენიმე საავადმყოფოსთან 1994 წლიდან თანამშრომლობდა.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს