მსოფლიოში ყველაზე დიდი ანაკონდა

მსოფლიოში ყველაზე დიდი ანაკონდა

ბრაზილიაში, მატუ-გროსუში გიგანტური ანაკონდა შენიშნეს. ანაკონდა 8 მეტრი სიგრძისაა. მოყვარულმა ფოტოგრაფმა, 53 წლის ფრანკო ბანფმა და მყვინთავმა, რომელიც მასთან ერთად მოგზაურობდა, ქვეწარმავლისთვის რამდენიმე ფოტოს გადაღება შეძლო.

"მეშინოდა, ამ გიგანტ გველს არ შევეჭამე, მაგრამ მასთან ახლოს მისვლა და დიდი სიფრთხილით რამდენიმე ფოტოს გადაღება მაინც შევძელი. იმ წუთამდე გველი არასდროს მინახავს. ანაკონდა მსხვერპლს ჭამდა და ჩვენს მიმართ დიდი ინტერესი არც გამოუჩენია", - ამბობს ფრანკო.

ანაკონდა მსოფლიოში ყველაზე დიდი გველია. ზრდასრული ანაკონდის სხეულის საშუალო ზომა 5-6 მეტრია. ძალიან იშვიათად გვხვდება 10 მეტრიანი ქვეწარმავალიც. ყველაზე გრძელი ანაკონდა, რომელიც აღმოსავლეთ კოლუმბიაში დაიჭირეს, სიგრძეში 11 მეტრი და 43 სანტიმეტრი იყო. ანაკონდა ზრდასრულ ადამიანს თავს არ ესხმის, გარდა იშვიათი შემთხვევებისა. ადგილობრივებს მისი არ ეშინიათ და ხშირად ნადირობენ მასზე. იყენებენ მის ტყავს, ხორცს და ცხიმს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს