საქართველოში მანდარინის მოსავალმა იკლო

საქართველოში მანდარინის მოსავალმა იკლო

საქართველოში გასულ წელთან შედარებით 15 000 ტონით ნაკლები მანდარინი დაიკრიფება. შარშან ქვეყნის მასშტაბით ფერმერებმა 80 000 ტონა მანდარინის მოსავალი აიღეს, წელს კი სპეციალისტები ამ მაჩვენებლის 65 000 ტონამდე შემცირებას ვარაუდობენ.

მიღებული მოსავლიდან 56 000 ტონა აჭარაზე მოდის, 8 000 ტონა გურიაზე და 1000 ტონა სამეგრელოზე. ქსპერტების ვარაუდით, წელს ყველა ამ რეგიონში ციტრუსისთვის კარგი კლიმატური პირობები იყო. დაბალი მოსავლიანობის მიზეზად დარგის სპეციალისტები ბუნებრივ ფაქტორებს ასახელებენ. "პერიოდული მსხმოიარობა, ანუ მეწლეურობა, ყველა ხეხილის დამახასიათებელი თვისებაა. ხე ერთ წელიწადს 100 კილოგრამს თუ მოისხამს, მეორე წელს მისი მოსავლიანობა ნახევრდება.მართალია მოსავლიანობა შემცირდა, თუმცა ხარისხი უფრო მაღალია," - აცხადებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და საინჟინრო ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი შოთა ლამპარაძე.

ფერმერების აზრით, მათი მთავარი პრობლემა პროდუქციის გასაღების ბაზრის სიმცირე და შესაბამისად, რეალიზაციის ნაკლებობაა. ეს კი ციტრუსზე არსებული დაბალი ფასის ძირითადი გამომწვევი მიზეზია. ფინანსების სიმცირის გამო ფერმერებს შხამ-ქიმიკატების შეძენა და მუშახელის დაქირავება უჭირთ.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა