კუვეიტის ფეიერვერკი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

კუვეიტის ფეიერვერკი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

კუვეიტის მერმა საკუთარ ხალხს კონსტიტუციის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაუვიწყარი ფოიერვერკი აჩუქა. გრანდიოზული შოუს საყურებლად ათობით ათასი კუვეიტელი და უცხოელი დედაქალაქ ალ-კუვეიტში შეიკრიბა. გინესის მსოფლიო რეკორდების კომისიამ კუვეიტელების პირველობა უკვე აღიარა.

"77 282 ფოიერვერკი გავუშვით, რაც ახალი რეკორდის დამყარებას ნიშნავს",- აღნიშნეს გინესის მსოფლიო რეკორდების კომისიის წარმომადგენლებმა.

ფოიერვერკი ქვეყანას დაახლოებით 15 მლნ დოლარი დაუჯდა.

კონსტიტუციის დღის დასასრულს ხალხს ემირმა შეიხ საბახ ალ-აჰმად ას-საბახმა მიმართა. მან განაცხადა, რომ კუვეიტის მთავრობა დემოკრატიულ რეფორმებს აგრძელებს და ერს ერთობისკენ მოუწოდა.

კონსტიტუცია კუვეიტში 1962 წლის 11 ნოემბერს მიიღეს.

მომზადებულია The Kuwait Times-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს