ესპანეთის თეატრში სტაფილოს ბილეთების ნაცვლად ყიდიან

ესპანეთის თეატრში სტაფილოს ბილეთების ნაცვლად ყიდიან

ესპანეთის ერთ-ერთმა თეატრმა კულტურის სფეროში დღგ-ს გაზრდის წინააღმდეგ პროტესტის ორიგინალური ფორმა მოიფიქრა. კულტურის სფეროს ადგილობრივ წარმომადგენლებს მიაჩნით, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადის 21%-მდე გაზრდა, რაც ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდას ისახავს მიზნად, კულტურას გაანადგურებს. ამის გამო ბილეთების ფასის ზრდა გარდაუვალია, მოსახლეობის გადამხდელუნარიანობა კი ამის გარეშეც დაბალია.

ბესკანოს თეატრისა და PocaCosa Teatro-ს დასებმა პრობლემა ორიგინალურად გადაწყვეტეს. მაყურებელს სპექტაკლებზე სტაფილოების წარდგენის შემთხვევაში უშვებენ, რომლებსაც სალაროში ჰყიდიან.

"ჩვენი აქცია პრობლემას სიმბოლურად ეხმიანება: გლეხი ვირს სტაფილოთი იზიდავს. ამ შემთხვევაში ვირი დღგ-ია, რომლის შემცირების მიღწევას ვცდილობთ", - აცხადებს რეჟისორი და თეატრის დირექტორი კიმ მარსე.

ინიციატივა წარმატებით დაგვირგვინდა: იდეას ბესკანოს მერმაც დაუჭირა მხარი, თეატრი მაყურებლით გაივსო, კარზე კი ასეთი წარწერა გამოაკრეს: "სტაფილო გათავდა". ამასთან, სტაფილოს ბილეთების ამბავი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

მომზადებულია La Vanguardia-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს