ქსენია სობჩაკს პოლიტიკოსი საქმრო მოკლე კაბის ჩაცმას უკრძალავს

ქსენია სობჩაკს პოლიტიკოსი საქმრო მოკლე კაბის ჩაცმას უკრძალავს

პოპულარულ რუს ტელეწამყვანს, ქსენია სობჩაკს საქმრო - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ილია იაშინი მოკლე კაბის ჩაცმას უკრძალავს. ქსენიას საყვარელი მამაკაცის შესახებ საუბარი არ უყვარს, თუმცა ერთ-ერთი გლამურული ჟურნალისთვის გამონაკლისი დაუშვა და ილიაზე გულახდილად ისაუბრა.

ტელეწამყვანის თქმით, იაშინი მიტინგზე გაიცნო. მართალია, სობჩაკი მაშინ ბიზნესმენ სერგეი კაპკოვს ხდებოდა, მაგრამ ილია დანახვისთანავე მოეწონა. მომდევნო შეხვედრაზე იაშინმა ტელეწამყვანს ტელეფონის ნომერი გამოართვა.

დღეს სობჩაკი უკვე აღარ მალავს გრძნობას პოლიტიკოსის მიმართ.

"საკუთარი თავი იმაში გამოვიჭირე, რომ მომწონს, როდესაც ილია შენიშვნას მაძლევს!, - აღნიშნა ქსენიამ,  - ის მეუბნება: "მეტისმეტად მოკლე კაბა გაცვია, მკერდი გიჩანს, ბიუსტჰალტერი ჩაიცვი". ადრე მეგონა, რომ ასეთი შენიშვნები ჩემში უარყოფით რეაქციას გამოიწვევდა, მაგრამ ეს ძალიან სასიამოვნოა!".

მომზადებულია tochka.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს