გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

"გურია ნიუსის"ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გურამ ჩანტლაძემ, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

ჩანტლაძე ახალაიას კადრად ითვლებოდა, თუმცა არჩევნების შემდეგ თანამდებობაზე მაინც დატოვეს. ჩანტლაძესთან ერთად პოსტები შეინარჩუნეს ლანჩხუთისა და ჩოხატაურის პოლიციის უფროსებმაც, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო პროცესებში.

რამდენიმე დღის წინ, ჩანტლაძე გამოცემასთან საუბრისას აცხადებდა, რომ თანამდებობაზე პროფესიონალიზმის გამო დატოვეს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მისი განცხადების მიზეზი.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები სამხარეო პოლიციის სხვა უფროსებსაც დააწერინეს.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა