ქალი ორგანოებს ყიდის, რომ ბინის ქირა გადაიხადოს

ქალი ორგანოებს ყიდის, რომ ბინის ქირა გადაიხადოს

44 წლის ესპანეთის მკვიდრმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, ფინანსური გაჭირვებიდან თავის დასახსნელად საკუთარი შინაგანი ორგანოების გაყიდვა დაიწყო.

"არაფერი დამრჩა. ყველაფერი რაც მაქვს - ეს ორგანოებია. შესაძენად გთავაზობთ ჩემს თირკმელს, რქოვანებს, ერთ ფილტვს და ღვიძლის ნაწილს. ყველაფერს გავყიდი, თუ ეს მე და ჩემს 22 წლის ქალიშვილს გასახლებისგან გვიხსნის. იგი ჯერ კიდევ სწავლობს და მის უსახლკაროდ დარჩენას არ დავუშვებ",- ამბობს ქალი.

პირველად ქალმა ღვიძლის გაყიდვის შესახებ განცხადება ინტერნეტში განათავსა. მაგრამ ანონიმურ წინადადებას არავინ გამოეხმაურა. მაშინ გადაწყვიტა სიისთვის სხვა ორგანოები დაემატებინა, რომ ხალხი საკუთარი განზრახვის სერიოზულობაში დაერწმუნებინა.

ქალმა ადგილობრივ მთავრობას ქირის გადასახადის დაწევის თხოვნით მიმართა. უარის მიღების შემდეგ კი განაცხადა, რომ მას საკუთარი ოჯახისთვის თავშესაფრის უზრუნველსაყოფად თავის გაყიდვა მოუწევს, რაზეც უპასუხეს, რომ "ის თავისუფალია და შეუძლია საკუთარ ცხოვრებას ისე მოექცეს, როგორც უნდა".

გაღატაკებული ესპანელის ისტორიას საზოგადოებაში რეზონანსი მოჰყვა. ქვეყანაში უძრავი ქონების სფეროში კრიზისმა ორი ადამიანი უკვე აიძულა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.

ესპანური კანონებით, ორგანოების გაყიდვა დანაშაულად ითვლება. მთავრობა ქალს 12 წლიანი პატიმრობით ემუქრება.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს